ვიდეოკლიპი სიმღერაზე Despacito პირველი რგოლია ისტორიაში, რომელმაც Youtube-ზე 4 მლრდ-ზე მეტი ნახვა მოაგროვა.
„ოთხ მილიარდიანი ნახვით ჩვენ ისტორიაში შევედით. მაგრამ ზეიმის ნაცვლად მთელი ჩვენი ყურადრება იმ ადგილის აღდგენისკენაა მიმართული, საიდანაც ყველაფერი დაიწყო“, — წერს საკუთარ Instagram-ზე ჰიტის ერთ-ერთი შემსრულებელი ლუის ფონსი.
„ყველაფერი“ კი პუერტო–რიკოში დაიწყო — ცოტა ხნის წინ უძლიერესი ქარიშხლით განადგურებულ პუერტო–რიკოში, სადაც გადაიღეს კიდეც კლიპი.
ლუის ფონსი სოციალური ქსელით მოუწოდებს თავის ხელმომწერებს, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას ითვალისწინებს.