უნიკალური ოფიციანტი – ნებადართულია მოფერება, კალთაში ჩასმა და სურათის გადაღება

გამოწერა

ერთ-ერთი პატარა იაპონური რესტორნის სტუმრები იქიდან ყოველთვის კმაყოფილი და გახალისებული გამოდიან. არა იმდენად კერძებითა თუ სასმელებით მოხიბლულები, რამდენადაც დაწესებულების მომსახურე პერსონალით აღფრთოვანებული.

საქმე ისაა, რომ სტუმრებს თამამად და შიშის გარეშე, რომ ვინმე დასჯის, შეუძლიათ არა მხოლოდ თავზე გადაუსვან ხელი ოფიციანტს, არამედ კარგადაც "ჩაბურჯგნონ" და კალთაშიც ჩაისვან. ეს იმიტომ, რომ რესტორანში ოფიციანტებად… გაწვრთნილი მაკაკები მსახურობენ.

ეს ხომ საოცარია, მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარი რესტორნის მეპატრონის მიხვედრილობა და გონიერებაა: ნაკლები დანახარჯები, კმაყოფილი კლიენტები, ბევრი სტუმარი ყოველდღიურად.

ახლა ის კიდევ რამდენიმე მაიმუნის შეძენა-გამოწვრთნაზე ფიქრობს, მით უმეტეს, რომ, როგორც თავად ამტკიცებს, მაკაკების "გადამზადებაზე" ძალისხმევა პრაქტიკულად არც დაუხარჯავს — ძალაც კი არ დაუტანებია მათთვის. ჭკვიანმა ცხოველებმა თურმე თავისით აითვისეს ყველაფერი.

იხილეთ ამ უნიკალური სერვისის ამსახველი ვიდეო Sputnik-ისგან.

ყველა ახალი ამბავი
0