პორტუგალიური სერვისი: სტადიონზე მსაჯისთვის დრონით მირთმეული ბურთი

გამოწერა

ფეხბურთში პორტუგალიის თასის ფინალურ შეხვედრაში "ბენფიკასა" და "ვიტორია ჰიმარაინშს" შორის, მთავარ მსაჯს ბურთი სტადიონზე დრონით შემოფრენილმა მამაკაცმა მიართვა.

მაყურებელი აღაფრთოვანა ნანახმა და შემთხვევის ვიდეოკადრებმა მალევე დაიპყრო სოციალური ქსელები.

"წარმოუდგენელი პერსონალი პორტუგალიის თასის ფინალურ მატჩზე. მომავალი უკვე აქაა", — დაწერა საფეხბურთო საზოგადოება Copa90-მა.

ნანახმა ზოგს კომიქს Marvel-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, მწვანე გობლინი გაახსენა, რომელიც დრონის მსგავსი აპარატით გადაადგილდებოდა.

"ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს შეშლილ მწვანე გობლინს", — იხუმრა "ტვიტერის" მომხმარებელმა მეტ გილბერტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0