ნამდვილქართველი ფერეიდნელების სიმღერა არდავიწყებულ ენაზე

გამოწერა

ფერეიდანი — პროვინცია ცენტრალურ ირანში, სადაც 1614-1617 წლებში ირანის შაჰმა აბას I-მა საქართველოდან აყრილი 200 ათასი ქართველი გადაასახლა.

ასე დაარსდა შუა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვ.

ფერეიდანში გადასახლებული ქართველები პირველ ხანებში რჯულსა და ტრადიციებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგ იძულებით შეაცვლევინეს სარწმუნოება და ქრისტეს სჯულიც დავიწყებას მიეცა…

მაგრამ ვერც დრომ, ვერც იძულებამ, ვერც გარემომ ვერ დაავიწყა ოთხი ასეული წლის წინ უცხო მიწაზე გადანერგილ ქართველებს მშობლიური ენა: დღესაც ლაპარაკობენ, დღესაც მღერიან და ტირიან ამ ენაზე. ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ნამდვილქართველები!

იხილეთ ვიდეო და დატკბით შაჰ-აბასის მუზეუმში ირანელი ქართველების მიერ შესრულებული ტკბილხმოვანი ჰანგებით… და სიმბოლიზმიც შეიგრძენით.

 

ყველა ახალი ამბავი
0