გია კორკოტაშვილისა და ლუბოვ უსპენსკაიას დუეტი

გამოწერა

იცით, რა შეიძლება აკავშირებდეთ ქართველ შოუმენსა და რუსული შანსონების დედოფალს? მოსკოვის "პირველი არხის" გადაცემის "საღამო ურგანტთან ერთად " წამყვანმა ივან ურგანტმა გია კორკოტაშვილი და ლუბოვ უსპენსკაია დაპატიჟა სტუდიაში, სადაც მათ დუეტი შეასრულეს. 

უსპენსკაიამ და კორკოტაშვილმა გიტარის თანხლებით სიმღერა „"Я приду к тебе, Витёк!" შეასრულეს.

მსახიობი და მომღერალი, ტელე-რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი, რომელსაც საქართველოში „კორკოტას“ ეძახიან, ბავშვობიდან მღერის.

უსპენსკაიას პოპულარობა კი რუსეთის საზღვრებს დიდი ახნია გასცდა, ის „ქალაქური რომანსების“ კარგი შემსრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი კონცერტებს აღარ ატარებს, იშვიათად ჩნდება ეკრანზე და მის სიმღერებს არცთუ სისტემატურად ატრიალებენ რადიოში, ის თაყვანისმცემლების სიმცირეს მაინც არ განიცდის.

ყველა ახალი ამბავი
0