თურქეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია – ვიდეო

გამოწერა
მდინარე არხავი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა – დაიტბორა რაიონული ცენტრი და გზები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინცია რიზესა და ართვინში წყალდიდობა მოხდა. ინფორმაცია გაავრცელა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.
„დღეს ექსტრემალური წვიმის შედეგად წყალდიდობა მოხდა პროვინცია ართვინში. მდინარე არხავი გადმოვიდა კალაპოტიდან, დაიტბორა რაიონული ცენტრი და გზები. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა პროვინცია რიზეშიც“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაზარალებულ რაიონებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ადგილზე ჩავიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ. მისი თქმით, ამ მომენტისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, დაშავებულია მხოლოდ ორი ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0