05:33 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ვიდეო

როგორ ერთობოდნენ ბეზოსი და მისი გუნდი კოსმოსში: მილიარდერი ვიდეოს ავრცელებს

მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა New Shepard-ის ხომალდით კოსმოსში იმოგზაურა. საკუთარი რაკეტით მოგზაურობის კადრები მან სოციალური ქსელებით გაავრცელა.

ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, კოსმოსში ფრენამ „ბევრად გადააჭარბა მოლოდინს, რომელიც ისედაც მაღალი იყო“. 

ბეზოსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა – ჯეფის ძმა მარკ ბეზოსმა, 82 წლის ყოფილმა მფრინავმა ქალმა უილი ფანკმა და 18 წლის ჰოლანდიელმა სტუდენტმა ოლივერ დეიმანმა კოსმოსში სულ ათიოდე წუთი დაჰყვეს, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ენით აუწერელი სიამოვნება მიეღოთ. 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები