09:21 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ვიდეო

ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
59 0 0
© Sputnik / STRINGER

ორშაბათს ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში სხდომა ჩაშალეს. ისინი მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას ჟურნალისტის გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. მათ ტრიბუნაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

მანდატურებმა დარბაზში წესრიგის დამყარება გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი შენობიდან ძალით გაიყვანეს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები