პარლამენტის შტურმით აღება: ოპოზიციონერი ჟურნალისტები პოლიციის წინააღმდეგ – ვიდეო

გამოწერა
ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერებმა ორშაბათს დაცვის ზოლი გაარღვიეს და პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნით. პლენარული სხდომა ჩაიშალა. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.
სპიკერის ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, რომლებმაც ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს. ტრიბუნიდან ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
პარლამენტში შეჭრამდე ჟურნალისტებმა საერთო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ გაგრძელდება საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამის მიზეზი „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელსაც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. აქციების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმის გამო, რომ საკუთარი მოქალაქეები არ დაიცვა არეულობის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0