10:34 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ვიდეო

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში

მოკლე ბმულის მიღება
4810

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, როგორ ჩაიარა სამების ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

წმინდა ნაწილის საქართველოსთვის სამუდამოდ გადაცემის გადაწყვეტილება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიიღო ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ნიშნად.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემის აღსანიშნავად სამების ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრები, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, სხვა ოფიციალური და სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ერთხელ უკვე ჩამოაბრძანეს (2017–2018 წლებში) მართლმადიდებლების მოსალოცად, მაგრამ შემდეგ გოაზე დააბრუნდეს.

კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა.

პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს. მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩაიტანეს გოაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მონასტერი გოაში განადგურდა. სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში წმინდა ნაწილებს სხვადასხვა დროს ეძებდნენ. 2013 წელს ჟურნალი Archeology წერდა, რომ გოას მონასტრის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის თანახმად, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი ხელის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლები ინდოეთთან არ არის კავშირში, არამედ ქართული წარმოშობისაა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები