13:44 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ვიდეო

ჩაძირული ქალაქი დაივერებისთვის: გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი  

მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

დუბაის ახალი სადაივერო აუზი 60 მ სიღრმისაა და ჩაძირული ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა „კომპონენტითაა“ აღჭურვილი. იქ წყალქვეშა კინოსტუდიაცაა, ბიბლიოთეკაც, რესტორანიც და ტელევიზორებით აღჭურვილი დარბაზებიც.    

შიგნიდან ლოკოკინის ფორმისა და 1500 კვმ ფართობის აუზი 14 მლნ ლიტრი მტკნარი წყლითაა სავსე. ის ოლიმპიური ზომების ექვს აუზზე დიდია და ასევე მინიმუმ ოთხჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა სადაივერო აუზს მსოფლიოში.

წყლის ტემპერატურა 30 გრადუსია, რაც ძალიან კომფორტული ტემპერატურაა არა მარტო თხელ ჰიდროკოსტიუმში გამოწყობილი დაივერისთვის, არამედ უბრალო საცურაო კოსტიუმში ჩაცმულისთვისაც კი.

აუზში 56 კამერაა განთავსებული, რათა დაივერების უსაფრთხოება ყველა კუნჭულში უზრუნველყოფილი იყოს. გარდა ამისა, იქ ასევე არის თანამედროვე ბაროკამერა, რომელიც საგანგებო ვითარებაში 12 კაცს დაიტევს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები