ინდოეთში მამაკაცმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანგოსთვის დაცვა დაიქირავა

გამოწერა
ინდოეთის შტატ ბიჰარის მკვიდრმა კამერები დაამონტაჟა და ადგილობრივები დაიქირავა „მიაძაკის“ ჯიშის მანგოს დასაცავად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

„ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მანგოა. მას „ტაო ნო ტამაგოს“ ანუ „მზის კვერცხს“ უწოდებენ, ის იაპონიის მიაძაკის პრეფექტურაში ხარობს. ეს მანგოს ხე 25 წლისაა. ის შტატის საკანონმდებლო საბჭოს ყოფილი წევრის აჯით სარკარის ქალიშვილს აჩუქეს. ეს ყველაზე ძვირადღირებული მანგოა მსოფლიოში“, – განაცხადა ხის პატრონმა ვიკას დასმა.

მან აღნიშნა, რომ ხეს ადგილობრივი მცხოვრებლები იცავენ, ის ასევე ვიდეოკონტროლის ქვეშ იმყოფება. დასმა დაამატა, რომ მანგოს განსაკუთრებული გემო და სურნელი აქვს, რის გამოც მანგოს გაყიდვას აპირებს არა ბაზარში, არამედ აუქციონზე.

„მიაძაკის“ ჯიშის მანგომ დასახელება იაპონიის პრეფექტურისგან მიიღო. საშუალოდ ერთი მანგო 350 გრამს იწონის და მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა ვიტამინებით. შაქრის შემცველობა ამ ჯიშში, სხვა მანგოებთან შედარებით, დაახლოებით 15%-ით მაღალია. „მიაძაკის“ ფასი იწყება 8 ათასი რუპიიდან (107 დოლარი) და შესაძლოა 270 ათას რუპიასაც გადააჭარბოს (3,6 ათასი დოლარი).

ყველა ახალი ამბავი
0