დათვმა ქალაქის ქუჩებში ოთხი ადამიანი დატორა - თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
იაპონიის ქალაქ საპოროში ტყიდან გამოსული დათვი ქუჩებში დარბოდა და ადამიანებს ესხმოდა თავს. იხილეთ ადგილობრივი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო

საპოროს პოლიციამ დილაადრიან მიიღო შეტყობინება დათვის გამოჩენის შესახებ და მაშინვე გააფრთხილა ამის თაობაზე მოსახლეობა.

ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაიღეს, როგორ დატორა ნადირმა რამდენიმე ადამიანი — სამი მამაკაცი და ერთი ქალი. აქედან ორ მამაკაცს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. შემდეგ დათვმა ტრასა გადაჭრა და ტყეს შეაფარა თავი.  

საბოლოოდ დათვი მონადირეებმა მოკლეს საპოროს აეროპორტის მახლობლად, სადაც ფრენები რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. მონადირეები და მაშველები ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდა, 5-6 წლის დათვი შეიძლებოდა ასაფრენ ზოლზე გამოჩენილიყო.

მათი აზრით, ნადირი ნარჩენების სუნმა გამოიტყუა ტყიდან.

ყველა ახალი ამბავი
0