ჩასახვიდან 331-ე დღეს დაბადებულმა ბიჭმა პირველი იუბილე იზეიმა - ვიდეო

გამოწერა
ჩასახვიდან მეოთხე თვეში დაბადებული ბავშვი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ნაადრევად დაბადებული. იხილეთ ვიდეო, როგორ აღუნიშნეს უიმედო ბიჭუნას პირველი დაბადების დღე

რიჩარდ სკოტ უილიამ ჰატჩინსონი (აშშ, მინეაპოლისი) ჩასახვიდან 131-ე დღეს დაიბადა და სულ რაღაც 337 გრამს იწონიდა.

ექიმების ბიჭუნას გადარჩენის შანსებს ნოლოვნად აფასებდნენ, მაგრამ ის კიდეც გადარჩა და უფრო მეტიც, ახლახან პირველი დაბადების დღეც აღნიშნა.

ბიჭუნა ინტენსიური თერაპიის ინკუბატორში მოათავსეს ექიმებმა, სადაც ისეთი პირობები იყო შექმნილი, როგორშიც დედის მუცლადყოფნის პერიოდში ცხოვრობს ნაყოფი. კორონავირუსის პანდემიის გამო, რიჩარდ უილიამის მშობლები მის მკურნალობას ვერ ესწრებოდნენ, მაგრამ ყოველდღე ჩადიოდნენ ბიჭუნას მოსანახულებლად მეზობელი შტატიდან — ვისკონსინიდან.

ბიჭი საავადმყოფოდან ექვსი თვის შემდეგ გამოწერეს, 2020 წლის დეკემბერში და ახლა ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0