აფრიკაში დედამიწაზე სიდიდით მესამე ალმასი აღმოაჩინეს – ვიდეო

გამოწერა
ძვირფასი ქვა 1098 კარატს იწონის და ზომით სულ ოდნავ ჩამოუვარდება დედამიწაზე ისტორიის განმავლობაში ნაპოვნ სიდიდით მეორე ალმასს.

ბოცვანაში მაღაროელებმა 1098 კარატიანი ალმასი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამეა.

გიგანტური ძვირფასი ქვა ბოცვანის სამხრეთში, ჯვანენგის მაღაროში აღმოაჩინეს, რომელიც, Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი მაღაროა.

ბოცვანა აფრიკაში ალმასის მთავარი მიმწოდებელია. აქვე 2015 წელს მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს, რომელიც 1109 კარატს იწონის, მას Lesedi La Rona უწოდეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი – „კულინანი“ 3106 კარატს იწონიდა, ის სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს აღმოაჩინეს. 1908 წელს ძვირფასი ქვა 100 ნაწილად დაყვეს, ხოლო ყველაზე დიდი ნაჭერი (530 კარატი) ლონდონში გაიგზავნა, რომელმაც ბრიტანეთის მონარქის სამეფო კვერთხის თავი დაამშვენა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი ქვა უახლოეს კვირებში შეფასდება.

ყველა ახალი ამბავი
0