საზარელი შემთხვევა: იტალიაში საბაგირო მოწყდა, არის მსხვერპლი – ვიდეო

გამოწერა
იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტრეზა-მოტარონეს საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის კადრები, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა.

იტალიის ჩრდილოეთში 23 მაისს საბაგირო გზაზე ავარია მოხდა. შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვიდეო Twitter-ზე ტელეარხმა Tg3 გამოაქვეყნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიდეოჩანაწერი საბაგიროს ზედა სადგურზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო, რაც გამოძიებისთვის გამოიყენება.

კადრებში ჩანს, რომ კაბინა თითქმის უკვე ბოლო წერტილში იყო, როდესაც ერთ-ერთი ბაგირი გაწყდა და კაბინამ უკუმიმართულებით უკონტროლო მოძრაობა დაიწყო, პირველ ანძასთან მიახლოებისას კი კაბინა ჩამოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0