ბაიდენის პრესკონფერენცია სკანდალით დასრულდა – ვიდეო

გამოწერა
აშშ-ის ლიდერმა ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, რომ რადგან მას პრეზიდენტის ნათქვამი არ ესმის, ე.ი. შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტ კეიტლინ კოლინზთან უთანხმოება მოუვიდა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ანგარიში თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებთან შეხვედრის მიწურულს, როდესაც ბაიდენი უკვე წასვლას აპირებდა, კოლინზმა მას ჰკითხა: „დარწმუნებული ბრძანდებით, რომ პუტინი საკუთარ ქცევას შეცვლის?“

ბაიდენი დაბრუნდა და უპასუხა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ შეცვლის საკუთარ ქცევას. რას აკეთებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ?“

ჟურნალისტი მას კვლავ ჩაეძია: „დიახ, მაგრამ მისი ქცევა არ შეცვლილა და პრესკონფერენციაზე, თქვენთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ის უარყოფდა კიბერშეტევებში საკუთარ როლს, მან ასევე ნაკლები ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელობას, უარი თქვა ალექსეი ნავალნის სახელის თქმაზეც კი. მაშ, რამდენად კონსტრუქციული იყო ეს შეხვედრა, როგორც ეს პრეზიდენტმა პუტინმა თქვა?“

ბაიდენი: „თუ ეს არ გესმით, ე.ი. თქვენთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწევით“.

ტელეარხ CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა.

კოლინზმა მას მიუგო, რომ ბოდიში აუცილებელი არ იყო, ვინაიდან შეკითხვების დასმა მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილია.

ყველა ახალი ამბავი
0