ილინოისის ქიმიურ ქარხანაში ძლიერი ხანძარია: მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია – ვიდეო

გამოწერა
აშშ-ის შტატ ილინოისის ქალაქ როკტონში ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ქარხანა Chemtool დაიწვა. სახანძრო სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ქარხნიდან 1 მილის რადიუსში.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ჩაქრობა წყლის გამოყენების გარეშე გადაწყდა. როგორც როკტონის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა კირკ უილსონმა განმარტა, წყლის გამოყენება მდინარე როკის დაბინძურებას გამოიწვევს, რომელიც თავის მხრივ მდინარე მისისიპის დააბინძურებს.

ადგილობრივი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ შესაძლოა გავრცელდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა გოგირდმჟავა, აზოტი და ტყვია. ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ადმინისტრატორმა სანდრა მარტელმა მოსახლეობას ქუჩაში პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0