უეცრად გაჩენილმა ორმომ რამდენიმე მანქანა შთანთქა: თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
ინციდენტი, რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის პარკირებაზე მოხდა რამდენიმე დღის წინ, თვითმხილველმა გადაიღო

ავტოსადგომზე მოულოდნელად დაიწყო მიწის ჩაშლა, რის შედეგადაც ღრმა და საკმაოდ განიერი ორმო  გაჩნდა. პარკირებაზე მდგომი რამდენიმე ავტომობილი მიწამ ჩაიტანა. 

საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა.

პოლიციის განცხადებით, გრუნტის ჩაშლა შესაძლოა მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია, რომელიც კლინიკის ორი კორპუსის დასაკავშირებლად გაჰყავდათ. 

ყველა ახალი ამბავი
0