ასტრონომებმა სამყაროში ყველაზე დიდი აფეთქება დააფიქსირეს - ვიდეო

გამოწერა
ასტრონომებმა მომაკვდავი ვარსკვლავის რეკორდული სიმძლავრის გამა-აფეთქება დააფიქსირეს. ნახეთ ვიდეო, როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი აფეთქება სამყაროში

მეცნიერების თქმით, სამყაროში ყველაზე მძლავრი აფეთქება თანამგზავრებმა Fermi-მ და Swift-მა აღმოაჩინეს ერიდანის თანავარსკვლავედში. აფეთქების ეპიცენტრი დედამიწიდან ერთი მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.

ირკვევა, რომ ამ აფეთქების ზოგ თავისებურებას მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან. მაგალითად იმას, რომ რენტგენული და გამა-გამოსხივება ერთმანეთის მიყოლებით გაქრა სინქრონულად, რაც მანამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. ასტრონომები კვლევებს განაგრძობენ, რათა ამ გამოცანას პასუხი გასცენ.

ყველა ახალი ამბავი
0