თურქეთის შავი ზღვისპირა პროვინციებში — რიზეში, ბოლუსა და არდაჰანში თოვლი ღამით მოვიდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, „გუშინ შესანიშნავი ამინდი იყო. დილით კი გავიღვიძეთ და ყველაფერი თოვლით დაფარული დაგვხვდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, თოვლის საფარის სისქე ზოგ ადგილას 4 სმ-ს აღწევს.