პანიკა მინდორში: ხალხს ფეხქვეშ მიწა ჩაეშალა და ღრმული წარმოიქმნა – თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
მინდორში მყოფ ადამიანებს მოულოდნელად პირდაპირ ფეხქვეშ გამოეცალათ მიწა, რამაც პანიკა გამოიწვია. ნახეთ ვიდეო, რა სისწრაფით წარმოიქმნა წყლით სავსე უზარმაზარი ღრმული.

მექსიკის შტატ პუებლოში ეს უცნაური შემთხვევა შაბათს მოხდა — მინდორში მყოფ ადამიანებს მოულოდნელად ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ, გრუნტი ჩაირღვა და მის ადგილზე უარმაზარი ღრმული გაჩნდა, რომელიც თანდათან ფართოვდებოდა და წყლით ივსებოდა.

შეშინებული ხალხი პანიკაში გარბოდა, თუმცა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მაინც მოახერხა მოვლენის კამერაზე აღბეჭდვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.  

ხელისუფლების განცხადებით, მოვლენა ბუნებრივმა გეოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვია, თუმცა ადგილობრივი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ეს ბუნებაში ადამიანების უგუნური ჩარევის შედეგია.

აღინიშნება, რომ ღრმული ამ დროისათვის კიდევ იზრდება და ფართოვდება, რაც ახლო მდგომ საცხოვრებელ სახლს შთანთქმით ემუქრება.

როდის შეჩერდება გრუნტის რღვევა, ამის თაობაზე ჯერჯერობით პროგნოზები არ კეთდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0