16:00 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეო

საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა: რა მდგომარეობაა ადგილებზე – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ წელზე მეტი ხნის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები გახსნა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო ადგილებიდან.

საქართველომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. საკონტროლო–გამშვები პუნქტები ამჟამად უკვე ატარებენ უცხოელებს.

თუმცა მეზობელ ქვეყნებს თავიანთი შეზღუდვები აქვთ, ამის გამო, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ტურისტებისთვის კვლავ დაკეტილია „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი. ასევე ჯერჯერობით დაკეტილია საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდანაც.

შესაბამისად, ამჟამად საზღვრები ორმხრივადაა გახსნილი მხოლოდ სომხეთთან და თურქეთთან. „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე უკვე გამოჩნდნენ მოგზაურები, თუმცა ჯერჯერობით არა ისეთი რაოდენობით, რომ რიგები გაჩნდეს.

აჟიოტაჟი ჯერ არც სომხეთთან საზღვარზე შეინიშნება, თუმცა ამ ზაფხულს ტურიზმის აღორძინების იმედი მაინც არსებობს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები