როგორ გამოიყურება ჩვენი გალაქტიკის ცენტრი: NASA უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

გამოწერა
კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ირმის ნახტომის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ტელესკოპ „ჩანდრასა“ და რადიოტელესკოპ MeerKAT-ს მეშვეობითაა გადაღებული. ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩვენი გალაქტიკის ცენტრი

ასტრონომ დენიელ უენგის თქმით, ამ ფოტოებზე ირმის ნახტომის, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის ენერგეტიკული ეკოსისტემის დანახვაა შესაძლებელი. მასში უამრავი ზეახალი ვარსკვლავის, შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის ნარჩენებია. 

„თითოეული წერტილი ფოტოზე ენერგიის მძლავრი წყაროა“, -აცხადებს ასტრონომი.

უენგის განმარტებით, გალაქტიკის ცენტრი დედამიწიდან 26 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. 

ყველა ახალი ამბავი
0