ფეიერვერკები და ცეკვა-სიმღერა მთელი ღამე: სირიელებმა არჩევნებში ასადის გამარჯვება იზეიმეს

გამოწერა
სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ასადმა გაიმარჯვა. იხილეთ ვიდეო, როგორ აღნიშნეს მისმა მხარდამჭერებმა წარმატება არჩევნებში.

საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ასადის გამარჯვებას მისი მომხრეები გვიან ღამემდე ზეიმობდნენ. ხალხი ქალაქების ქუჩებში ცეკვავდა, მღეროდა და ერთმანეთს ულოცავდა.

დამასკში, ლატაკიაში, ალეპოში, ჰომსსა და ჰამაში ზეიმი ლამის დილამდე გაგრძელდა.

ბაშარ ასადმა 26 მაისს გამართულ არჩევნებში ხმათა 95,1% მიიღო. ეს ასადის მეოთხე გამარჯვებაა საპრეზიდენტო არჩევნებში 2000 წლის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0