05:41 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეო

კიდევ ერთი ხანძარი თბილისში: სამგორში საწყობი დაიწვა

მოკლე ბმულის მიღება
94 0 0
© Sputnik / Alex Shlamov

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პლასტიკური ნაკეთობების საწყობში დიდი ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა, რისი წყალობითაც ხანძარი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა.

უწყების მონაცემების თანახმად, მეზობელ შენობაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არსებობდა. თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა გაიგზავნა, მოგვიანებით ხანძრის ჩასაქრობად დამატებით კიდევ შვიდი ეკიპაჟი მივიდა ადგილზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ორი დღის წინ, 10 მაისს, ხანძარი იყო თორნიკე ერისთავის ქუჩაზეც. იქ ტანსაცმლის საწყობი იყო. მიმდინარეობს ხანძრის მიზეზებისა და ზარალის ოდენობა დადგენა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები