07:16 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ვიდეო

კორონავირუსი საქართველოში: საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა კვლავ შეწყვიტა მუშაობა – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

თბილისსა და სხვა ქალაქებში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა პანდემიის გამო მუშაობა კვლავ შეაჩერა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში ავტობუსების სადგომზე დრონით გადაღებული კადრები.

დასვენების დღეებში მეტროს, ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გაჩერების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით მიიღო.

შეზღუდვა 12 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში, თუმცა ის საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე არ ვრცელდება. მგზავრთნაკადის შემცირების მიზნით 4-11 მაისი დასვენების დღეებად გამოცხადდა, რის გამოც ქალაქში კერძო ტრანსპორტსა და ტაქსებზე მოთხოვნა გაიზარდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად 2020 წლის 28 ნოემბერსაც გაჩერდა. მუშაობა ქალაქის ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა 2021 წლის 8 თებერვლიდან განაახლეს. საქალაქთაშორისო მიმოსვლა კი მოგვიანებით აღდგა. 27 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო „საქართველოს რკინიგზამაც“.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღაა. გუშინ გამოვლინდა ინფიცირების 988 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 313 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 298 ათასი გამოჯანმრთელდა, 4.151 გარდაიცვალა. კოვიდ-ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები