06:36 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
ვიდეო

მარტივი, გემრიელი და სურნელოვანი - სააღდგომო პასკის ვიდეორეცეპტი ნათია მონტგომერისგან

მოკლე ბმულის მიღება
58 0 0
© video: Sputnik . Stringer

კულინარმა ნათია მონტგომერიმ „Sputnik–საქართველოს“ გემრიელი სააღდგომო კულიჩის მარტივი რეცეპტი გაუზიარა.

ცომისთვის საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 160 გრამი რძე,
  • 15 გრამი ფხვიერი საფუარი,
  • 200 გრამი ფქვილი.

მოზილეთ ამ ინგრედიენტებით ცომი და დადგით 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.

პასკის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 500 გრამი ფქვილი,
  • 500 გრამი შაქარი,
  • 2 ჩ/კ მარილი,
  • 1 ლიმონის ცედრა,
  • 6 ცალი მთლიანი კვერცხი,
  • 4 ცალი კვერცხის გული,
  • 200 გრამი დარბილებული კარაქი,
  • 200 გრამი ქიშმიში,
  • ¼ ჩ/კ ჯავზი (მუსკატის კაკალი),
  • ½ ჩ/კ ილი (კარდამონი).

მოზილეთ ცომი ფქვილით, მარილით, შაქრით, ლიმონის ცედრით. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხი (ოთახის ტემპერატურის). შემდეგ მასაში ჩაუშვით ცომის ხაში მთლიანად. თქვიფეთ 2 წუთი, რომ გლუტენი განვითარდეს და ცომი იყოს წელვადი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ჯავზი და ილი და დადგით თბილ ადგილზე 30 წუთი. აფუებული ცომი მოათავსეთ ფორმებში ისე, რომ შეავსოს ფორმის 1/3. დადგით ასაფუებლად 2 საათის მანძილზე, შედგით გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ნიგოზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

მეტი ვიდეო

მთავარი თემები