როგორ მოვამზადოთ ნატურალური საღებავი სააღდგომო კვერცხებისთვის – ვიდეო

გამოწერა
სააღდგომო კვერცხებისთვის ნატურალური საღებავის მომზადების რეცეპტი გაუზიარა "Sputnik-საქართველოს" კულინარმა ნათია მონტგომერიმ.

საღებავების მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი დაჭრილი ჭარხალი; ½ წითელი კომბოსტო; ორი სუფრის კოვზი ზაფრანა და ფორთოხლის კანი; 200 გრამი ისპანახის ფოთლები; ½ ჭიქა კაკლის უღელი; 50 გრამი ყავისფერი ხახვის ფოთლები.

ჭარხალი იძლევა ღია წითელ ფერს, წითელი კომბოსტო — ცისფერს, ზაფრანა და ფორთოხლის კანი — ყვითელს, ისპანახის ფოთლები — მწვანეს, კაკლის უღელი — ყავისფერს, ხახვის კანი კი — ოქროსფერს. ყველა ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში ცალ-ცალკე, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

სუფთა ფერის მისაღებად გადაწურეთ ფერი, გააცივეთ და შემდეგ ჩაალაგეთ კვერცხები. ადუღეთ 20–30 წუთის განმავლობაში. რომ ადუღდება, გამორთეთ და დატოვეთ კვერცხები ქვაბში რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც უფრო მეტხანს დატოვებთ კვერცხებს ფერის სითხეში, მით უფრო მუქი გამოგივათ.

ყველა ახალი ამბავი
0