07:07 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ვიდეო

პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

„რიონის ხეობის მცველთა“ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა წყალტუბოს სასამართლოში პროცესი თურქული კომპანია ENKA-ს საქმეზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის კონტრაქტორია.

საქმეში მოსარჩელე მხარეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც კომპანიას შეთანხმების დარღვევაში სდებს ბრალს. კომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდნენ.

ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით – ასეთი ვერდიქტი გამოიტანა წყალტუბოს სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ კომპანია ENKA-ს პროცესზე.

სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები მდინარე რიონზე და გაუქმდეს თურქულ კომპანიასთან კონტრაქტი. მათი თქმით, ENKA სამუშაოებს დარღვევებით აწარმოებს, რაც გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

„რიონის მცველები“ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 23 მაისს თბილისშიც გეგმავენ.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს 9-12 თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კაშხალი არ აიგება მანამ, სანამ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმური კვლევები ხელახლა არ ჩატარდება.

ამასთან, მორატორიუმი არ ეხება ხეობაში მიმდინარე სხვა სამშენებლო სამუშაოებს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები