პოლიცია და პროტესტი პარლამენტთან: ოპოზიციის წევრები სხდომაზე მიდიან

გამოწერა
ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. რა გარემოში მიდიოდნენ დეპუტატები სხდომაზე – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

საქართველოს პარლამენტში 27 აპრილს გაიმართა პირველი პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა ოპოზიციონერი დეპუტატების ის ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად შექმნილ კომპრომისულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დილა პარლამენტთან ხმაურიანი იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პარლამენტის შესასვლელთან პოლიციის ძალები იყო მობილიზებული.

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აქამდე ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტის სხდომებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოციზიამ 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს „საქართველოს მომავლის გზა“.

ამ ხელშეკრულებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა აიღეს პასუხისმგებლობა – მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საქმიანობაში.

ყველა ახალი ამბავი
0