07:12 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ვიდეო

კეთილი ადამიანები, გადარჩენილი ვეშაპი და ოკეანის მშვენების მადლიერების ცეკვა

მოკლე ბმულის მიღება
161 0 0

მაიკლ ფიშბახი პროექტ Great Whale Concervancy-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მიზანიც ვეშაპების გადარჩენაა

მაიკლმა კორტესის ზღვაში ორი თვე გაატარა, რათა ამ დიდებული ქმნილებების მსოფლიო ოკეანეში გადაადგილება შეესწავლა და ფირზე აღებეჭდა.

2011 წელს, ზუსტად წმიდა ვალენტინის დღეს მაიკლ ფიშბახს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საოცარი თავგადასავალი გადახდათ თავს — მათ მიეცათ შანსი, ეხსნათ კუზიანი ვეშაპის სიცოცხლე. ეს კადრები ვიდეოკამერით გადაიღეს და ინტერნეტში განათავსეს.

საქმე კი ასე იყო: ღია ზღვაში გასულებმა ვეშაპი დაინახეს, რომელიც გაუნძრევლად ტივტივებდა ტალღებზე. მკვდარი ეგონათ, მაგრამ ის მოულოდნელად შეინძრა და მძიმედ ჩაისუნთქა. საცოდავი თევზსაჭერ ბადეში გახლართულიყო და ვეღარ ინძრეოდა, ვერაფრით იხსნიდა თავს. ვეშაპს უეჭველი სიკვდილი ელოდა, რომ არა მაიკლისა და მისი მეგობრების თავგანწირვა.

რა მოხდა შემდეგ, მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, როგორ დაიხსნეს უზარმაზარი ვეშაპი ტყვეობიდან და როგორ გადაუხადა მადლობა ოკეანის ქმნილებამ ადამიანებს, ეს თავად შეგიძლიათ იხილოთ ამ ვიდეოში.

ჩვენ მხოლოდ ერთს გეტყვით: ეს საოცარი სანახაობაა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები