15:22 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ვიდეო

„ამნისტია ყველასთვის“ – პატიმართა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

დემონსტრანტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „¼-ით სასჯელის შემცირება პატიმრებს“, „მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას“, „თავისუფლება უდანაშაულოებს“, „თავისუფლება ქრონიკულად დაავადებულ პატიმრებს“.

„ეს პატიმრების ოჯახებისა და ახლობლების მოთხოვნებია... დღეს ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ განცხადება, რომლის საფუძველზეც მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე კობაიძემ.

მომავალ კვირაში პარლამენტი შეუდგება ამნისტიის შესახებ კანონის განხილვის პროცესს, თუმცა ის შეეხება მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია 2019 წლის 20–21 ივნისის მოვლენებთან. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მოიხსენიებს. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასულ კვირაში ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა.

დღევანდელი აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პატიმარს და არა მხოლოდ პოლიტპატიმრებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9.125 ადამიანი იმყოფება. ბოლო მასშტაბური ამნისტია ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები