20:53 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
ვიდეო

ბრძოლა ბოლომდე: ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

ქართული ოპოზიციის ლიდერები უკან არ დაიხევენ, სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ გამართეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა მორიგი შეხვედრა რიყის პარკში.

ორშაბათს ოპოზიციური პარტიების ლიდერები რიყის პარკში შეიკრიბნენ, რათა საჯაროდ განეხილათ მომდევნო სამოქმედო გეგმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დიდ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 15 მაისს რუსთაველის გამზირზე იგეგმება. მიტინგზე დაისმება ოპოზიციის ტრადიციული მოთხოვნები: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო პოლიტპატიმრებით ვაჭრობას და დავასრულოთ ქვეყანა, სადაც არსებობენ პოლიტიკური დევნილები“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს აცხადებს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლებისთვის ეს საკითხი „წითელი ზოლია“, გაყალბებაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მოლაპარაკებების მსვლელობისას სხვა საკითხების განხილვას მოითხოვენ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები