პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

გამოწერა
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

ყველა ახალი ამბავი
0