ბრაზილიაში იესო ქრისტეს ახალ მონუმენტს დგამენ – ვიდეო

გამოწერა
ენკანტადოში იესო ქრისტეს მეორე მონუმენტის აგების იდეა, რომელიც 5 მეტრით მაღალი იქნება რიოს ცნობილ ქანდაკებაზე, ქალაქის მერს ეკუთვნის, რომელიც მარტში COVID-19-ით გარდაიცვალა.

ახალი მონუმენტის „იესო–მცველის“ სიმაღლე 43 მეტრს მიაღწევს, რაც ხუთი მეტრით აღემატება რიო-დე-ჟანეიროს ცნობილ ქანდაკებას და რითიც ის ქრისტეს კანდაკებებს შორის მესამე იქნება მსოფლიოში ინდონეზიასა (52,55 მ) და პოლონეთში (52,5 მ) არსებული ძეგლების შემდეგ.

მონუმენტს, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო, უკვე დაადგეს თავი და დაამაგრეს ხელები. მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, იესო ქრისტეს ახალი მონუმენტის მშენებლობას ქალაქის ყოფილი მერის ვაჟი გილსონ კონზატი ხელმძღვანელობს. პროექტი კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

ყველა ახალი ამბავი
0