პირველი გაფრენა კოსმოსში, ანუ იციან თუ არა თბილისში, ვინ იყო იური გაგარინი – ვიდეო

გამოწერა
იციან თუ არა თბილისში, ვინ იყო იური გაგარინი? 2021 წლის 12 აპრილს ზუსტად 60 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ადამიანი კოსმოსში გაფრინდა. „Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ახსოვთ თუ არა თბილისელებს იური გაგარინი.

იური გაგარინს წარდგენა არ სჭირდება, ის მთელ მსოფლიოში ცნობილია. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში გაფრინდა.

კოსმონავტის პატივსაცემად თბილისში მისი სახელობის ქუჩაც არსებობს. ადრე იყო მოედანიც, რომელსაც 2005 წელს სახელი გადაარქვეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას პატივსაცემად. მიუხედავად ამისა, ამ ადგილს დღესაც ხშირად გაგარინის მოედანს უწოდებენ.

„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, იციან თუ არა ქალაქელებმა ვისი სახელობისაა თბილისის ეს ქუჩა და ვინ იყო იური გაგარინი. აღმოჩნდა, რომ კოსმონავტი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების უმეტესობას ახსოვს.

ყველა ახალი ამბავი
0