ახალი თაობის პირბადე XUPERMASK – ვიდეო

გამოწერა
ცნობილი ამერიკული ჯგუფის Black Eyed Peas წევრმა ფუტურისტული პირბადე შექმნა. მომღერალმა XUPERMASK მუდმივ თანაავტორთან – კოსტიუმების დიზაინერ ხოსე ფერნანდესთან და საინჟინრო კომპანია Honeywell-თან ერთად შეიმუშავა.

Will.i.am-მა მიმდინარე კვირაში დააანონსა პირბადე XUPERMASK, რომლის ფასიც 299$ იქნება.

პირბადე აღჭურვილია სამსიჩქარიანი ვენტილატორითა და HEPA ფილტრებით, მექანიკური საჰაერო ფილტრით, Bluetooth-ით, ყურსასმენებითა და მიკროფონით. მას ასევე შეუძლია ხმაურის ჩახშობა.

ნიღაბი შვიდი საათის განმავლობაში მუშაობს ავტონომიურ ენერგიაზე, ყურის თასმები კი რეგულირებადი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0