20:42 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ვიდეო

ქართული გუნდის მიერ შესრულებული „ბოჰემური რაფსოდია“ შვეიცარიაში - ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
756 0 0

ახალგაზრდა მომღერლების გუნდმა „პატარა თუთარჩელა“ შვეიცარიაში საკუთარი მსმენელებისთვის ლეგენდარული Queen-ის კომპოზიცია შეასრულა

გუნდის ხელმძღვანელი და დირიჟორი თამარ ბუაძე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი აღსაზრდელების შრომა საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. გუნდი ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს, ასევე ევროპულ კლასიკურ ნაწარმოებებსა და სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორულ სიმღერებს.

ევროპელ მსმენელს ქართული ტრადიციული სიმღერა ძალიან მოსწონს. 2016 წლის მაისში გუნდი „პატარა თუთარჩელა“  შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროპის რიგით მეათე ახალგაზრდულ ფესტივალზე მიიწვიეს.

შვეიცარიაში ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს Queen-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Bohemian Rhapsody.

თავდაპირველად „თუთარჩელა“ მხოლოდ ქალთა გუნდი იყო, რომელიც ქალაქ რუსთავში 2004 წელს ჩამოყალიბდა. მოგვიანებით გუნდში მამაკაცებიც გამოჩნდნენ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები