10:57 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ვიდეო

ქართული საგანძურის ერთგული მცველი – შემეცნებითი ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
5310

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

ექვთიმე თაყაიშვილი იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ნოე ჟორდანიას მთავრობას საფრანგეთში ემიგრაციაში გაჰყვა, რადგან ამ მთავრობამ თან წაიღო ქართული მატერიალური კულტურის უამრავი ექსპონატი. ქართული საგანძურის დაცვა, რომლის დიდი ნაწილი მისივე შეგროვებული იყო, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილს ჩააბარეს. ამ ნივთების შეძენა ბევრ ევროპულ მუზეუმს სურდა, თუმცა, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, თაყაიშვილს არაფერი გაუყიდია.

საგანძური საქართველოში 1945 წელს დააბრუნეს. განკარგულება გენერალმა შარლ დე გოლმა გასცა. თაყაიშვილი საგანძურთან ერთად 11 აპრილს სამშობლოში დაბრუნდა.

ვიდეოში იხილავთ, როგორ ათვალიერებინებს ახალგაზრდებს ექვთიმე თაყაიშვილი ორი წლის შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში საგანძურს. მათ შორის იყო წყაროსთავისა და გელათის სახარებები, თამარ მეფის ჯვარი, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, და კიდევ სხვა უამრავი ექსპონატი.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები