პოზნერი თბილისიდან გააგდეს: როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღის აღნიშვნა

გამოწერა
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოს 31 მარტს ეწვია, რათა თავისი 87-ე დაბადების დღე აღენიშნა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ ჩაუშალეს მას დღესასწაული.

ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ სტუმრებს საქართველოს დატოვება დილაადრიან მოუხდათ ქვეყანაში აგორებული სკანდალის გამო.

ჟურნალისტი გუშინ რესტორან „ვინოტელში“ ვახშმობდა მასთან ერთად ჩამოსულ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, როდესაც ქუჩაში აქტივისტები შეიკრიბნენ და დიდი ხმაურით გააპროტესტეს მანამდე პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ რესტორანი პანდემიის გამო დაწესებულ „კომენდანტის საათს“ არღვევდა.

აქციის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები პოლიციის დაცვით გადაიყვანეს სასტუმრო „რუმსში“, რომლის შენობას აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ადრიანი დილით გაფრინდნენ საქართველოდან.

ყველა ახალი ამბავი
0