პირველად 600 წლის განმავლობაში: იაპონიაში საკურა რეკორდულად ადრე აყვავდა – ვიდეო

გამოწერა
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საკურას ნაადრევი ყვავილობა პლანეტაზე კლიმატის ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

საკურას ყვავილობის სეზონი, რომელსაც ქვეყანა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აღნიშნავს ხოლმე, რეკორდულად ადრე დაიწყო. წინა რეკორდი 1409 წელს დამყარდა.

ოსაკას უნივერსიტეტის მიერ შეგროვილი მონაცემების თანახმად, 2021 წელს ყვავილობის სეზონმა პიკს 26 მარტს მიაღწია. 1409 წელს საკურა 27 მარტს აყვავდა.

იასუიუკი აონომ, ოსაკას პრეფექტურის უნივერსიტეტის მკვლევარმა, 812 წლიდან მოყოლებული მონაცემები მოიძია.

ინფორმაციის თანახმად, 1800 წლიდან მოყოლებული ყვავილობის დღე კიოტოში აპრილის შუიდან თვის დასაწყისისკენ ეტაპობრივად ინაცვლებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0