https://cdn1.img.sputnik-georgia.com/i/logo-itemprop.png
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
Sputnik
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
https://sputnik-georgia.com/video/20210329/251315183/policielebma-erti-wlis-bavshvi-sikvdils-xelidan-gamostaces-video.html
პატარა გოგონას სასუნთქი გზა გადაეკეტა. თავიდან მის დახმარებას დედა ცდილობდა, თუმცა ამაოდ, შემდეგ მან დახმარება ითხოვა. საბედნიეროდ, შორიახლო პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
ეს შემთხვევა ფლორიდაში მოხდა. ახალგაზრდა ქალი საკუთარ ქალიშვილს აჭმევდა, რა დროსაც შენიშნა, რომ გოგონას სუნთქვა გაურთულდა.
დაძახილზე უცებ მოგროვდნენ ირგვლივ მყოფები, მათ შორის იყო ორი პოლიციელიც.
იმ დროს თითოეული წამი უმნიშვნელოვანესი იყო. პოლიციის თანამშრომლები საერთო პანიკას არ აჰყოლიან და გააკეთეს მაქსიმალური. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ გოგონამ შეძლო ყელში გაჭედილი საკვების ამოხველება და გართულების გარეშე სუნთქვა.