გზა–გამოსავალი: საქართველოში ზემო ლარსისკენ მიმავალი ახალი გზა აშენდება

გამოწერა
„საქართველოს სამხედრო გზაზე“ გაზაფხულზე ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. ახალი პროექტის დანიშნულების შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ.

მთავრობა ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობას გეგმავს – ეს კობი–გუდაურის შემოვლითი გზა იქნება, სადაც ზამთარში ხშირად ზვავსაშიშროებაა.

პროექტით გათვალისწინებულია 22,7 კილომეტრის სიგრძის გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. მათ შორის იქნება ახალი 9 კილომეტრის სიგრძის გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.

საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა სატვირთოების მძღოლებს ზემო ლარსისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმედღიან რიგში დგომას აარიდებს თავიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0