ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ამსტერდამში გასამგზავრებლად ემზადება – ვიდეო

გამოწერა
თორნიკე ყიფიანი საკონკურსო სიმღერაზე ვიდეოკლიპს იღებს. გადაღებები ოპერაში, „პირველი არხის“ პავილიონში და ბათუმში მიმდინარეობდა. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის გამარჯვებული სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად არის.

ევროვიზია 2021 წელს როტერდამში გაიმართება. თორნიკე ყიფიანი კონკურსზე 20 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. ევროპაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ შემოგთავაზებთ. 

ყველა ახალი ამბავი
0