განა არ უნდა, არ შეუძლია, იმიტომ რომ სხეული უბუჟდება, სისხლის მიმოქცევა უჩერდება და ტკივილები ეწყება.
ირანელ დიზაინერ მეჰდი მოთაბვის ან თავად ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, ან სხვებისგან არაერთხელ სმენოდა ამ თემაზე საჩივრები და… პრობლემაც გადაჭრა — შეყვარებულების ლეიბი, ანუ Love Mattress შექმნა.
ეს ძალიან მოხერხებული ერგონომიკული კონსტრუქციის ორსაწოლიანი მატრასია, ადამიანის აგებულებასა და მისი ძილის პოზებს მორგებული.
კონსტრუქციის ერგონომიკულობა იმაში მდგომარეობს, რომ მატრასი ზოლ-მოდულებისგან შედგება, რომლებშიც ხელის გაყოფაც შეიძლება, ფეხისაც და მხრისაც, რაც ყველანაირ დაბუჟება-ტკივილს აგაცილებთ.
თავად ნახეთ, რა ელეგანტურად გადაჭრა პრობლემა ირანელმა დიზაინერმა.