ოპოზიციამ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოიყვანა – ვიდეო

გამოწერა
თბილისის ცენტრში ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მასობრივი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი აპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა კოსტავას ქუჩიდან დაიწყეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერი აქციის მთავარი გზავნილით – „თავისუფლებისთვის“.

თავის მხრივ, სახელმწიფომ მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელები ასევე პატრულირებენ აქციაზე წესრიგის უზრუნველსაყოფად.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე და მას უკანონოდ მიიჩნევს. ამის გამო მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს განაჩენიდან მეექვსე დღეს დააკავეს, რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. გუშინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან სასამართლოში მელიას გათავისუფლების შუამდგომლობა შეიტანონ, თუ ის 40 ათასი ლარის გირაოს გადაიხდის. მაგრამ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0