6 წლის სიმსივნიანი გოგონას ასრულებული ოცნება: მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი პოლიციელი

გამოწერა
ტეხასელი ექვსი წლის ებიგეილ არიასი თირკმელების კიბოს ებრძვის. ქალაქის პოლიციის სამმართველომ გადაწყვიტა, ებიგეილის ოცნება აესრულებინა და ის პოლიციის რიგებში ყველა წესის დაცვით მიიღეს

ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა) თირკმელების იშვიათი სიმსივნეა ბავშვებში, რომელიც პატარა გოგონას ჯანმრთელობას გაორმაგებული ძალებით უტევს, მედიცინა კი მის წინაშე უძლურია.

"მე კიბო მაქვს, ცუდი ბიჭები ახლა ჩემ ფილტვებში არიან და გვიტევენ", – ამბობს ებიგეილი.

მრავალკვირიანი განცდებისა და ნერვიულობის შემდეგ ექიმებმა ბავშვის მშობლებს მასთან გატარებული დროით დატკბობა ურჩიეს. 

"რომ გამოიარო ეს ყველაფერი და გააცნობიერო, რომ არაფერი შეგიძლია საკუთარი შვილის გადასარჩენად, როგორც მშობლისთვის, ეს ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გადატანა", – თქვა ებიგეილის მამამ რუბენ არიასმა.

ოჯახმა გასული წლის დეკემბერში ფრიპორტის პოლიციის უფროსი რეი გარივეი გაიცნო და დაუახლოვდა. პატარა გოგონამ მას ოცნება გაუმხილა, უთხრა, რომ პოლიციელობა სურდა... 

და რეი გარივეიმ გოგონასთვის უნიფორმა შეაკერინა. 7 თებერვალს კი ებიგეილმა ფიცი დადო ახლობლების, პოლიციელებისა და რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების თანხლებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0