ქუთაისში ავტომობილისტები ქალაქის მერიის წინ გაჩერდნენ და გზა გადაკეტეს.
ადგილზე მივიდა პოლიციაც, მოგვიანებით კი დემონსტრანტებს ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები შეუერთდნენ.
„საწვავზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია მიკროავტობუსებისა და ტაქსის მუშაობა. ამ შემთხვევაში ჩვენც გვიწევს მგზავრობის საფასურის გაზრდა. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? მოქალაქეები ვერ შეძლებენ ტრანსპორტით სარგებლობას სიძვირის გამო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მსგავსი აქციები კვირას თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა. დემონსტრანტები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მთავრობა საწვავის ფასების ზრდაზე კონტროლს არ დაამყარებს.