12:51 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
ვიდეო

შუქი ყველას სჭირდება: ლეგენდარულ ენგურჰესს რემონტი უტარდება

მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის – ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის აღდგენა 20 იანვარს დაიწყო და მაისში დასრულდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები კავკასიაში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურზე.

პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონი ევროა. აქედან 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 38 მილიონი ევრო კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა გამოყო.

ენგურჰესი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. მისი თაღოვანი კაშხალი მსგავსი ტიპის დამბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ამ მომენტისათვის საწარმოს სიმძლავრე 1 300 მეგავატს შეადგენს, რაც საქართველოს საჭირო ელექტროენერგის ნახევრით უზრუნველყოფს. ამ ჰესს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ის დღემდე ამარაგებს ელექტროენერგიის ნაწილით აფხაზეთს.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები